fbpx
საზოგადოება

კორონავირუსის “ათენური” შტამი – რაზე საუბრობენ ექსპერტები?!

ტელეკომპანია ΑΝΤ1-ის ეთერში პროფესორმა ათინა ლინუმ ისაუბრა მუტაციაზე, რომელსაც “ათენურ” მუტაციას უწოდებენ და აქტიურად ვრცელდება ათენის ცენტრში.

“იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც გვაქვს, ფაქტია, რომ არსებობს ეს “ათენური” მუტაცია, მაგრამ არ გვაქვს კვლევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ვაქცინას მისი ბოლომდე დამარცხება შეუძლია. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ვაქცინა გარკვეულწილად ეხმარება ამ მუტაციით დაავადებულებს. 

თუკი დაინფიცირდებით ვაქცინის გაკეთებიდან მალევე, ეს ლოგიკური და ხშირია, რადგან არც პირველი დოზა გვეხმარება მთლიანად და არც მეორე პირველი 10 დღის მანძლზე. 

ამჟამინდელი გახსნა ერთგვარ რისკებს შეიცავს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ვაქცინაციითა და ზომების დაცვით, ყველაფერი კარგად წავა. 

ვფიქრობ, საჭიროა ახალი კამპანიების წამოწყება, რათა მოსახლეობას ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიეწოდოს ვაქცინებზე, უნდა გაუმჯობესდეს ვაქცინაციის კულტურა,” აცხადებს ლინუ.

onalem

ტესტ