fbpx
საბერძნეთი

“განცახდება მგზავრის ჯანმრთელობის შესახებ” – ნახეთ, რა უნდა შევავსოთ საბერძნეთში გადაადგილებისთვის და რას ეხება

რეგიონებს შორის გადაადგილება დასაშვები გახდა და ტურიზმიც გაიხსნა. ეს ნიშნავს, რომ საბერძნეთში შესაძლებელია კუნძულების მიმართულებით გადაადგილებაც, თუმცა, მგზავრობა მოითხოვს უსაფრთხოების ზომების დაცვას და დამატებით დოკუმენტებს, რომლებიც უნდა ჰქონდეს თითოეულ მგზავრს.

აღვნიშნავთ, რომ დოკუმენტი, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, საჭიროა მხოლოდ გემის საშუალებით გადაადგილებისას და ეწოდება “განცხადება მგზავრის ჯანმრთელობის შესახებ”. აქ მოყვანილია პუნქტები, რომლებშიც უნდა მიუთითოთ პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია ვაქცინაციის, სიმპტომების, კორონავირუსის ტესტის შესახებ.

ყოველდღიური გადაადგილებისთვის საჭირო არ არის ამ დოკუმენტის წარდგენა, საუბარია მხოლოდ კუნძულების მიმართულებით, გემით მგზავრობაზე.

ცხადია, ამას გარდა საჭიროა გქონდეთ:

  • ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მე-2 დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე), თუკი გვაქვს ვაქცინა გაკეთებული. (სავალდებულო არ არის, არამედ საუბარია იმ შემთხვევაზე, თუკი გვაქვს ვაქცინაცია ჩატარებული).
  • ან თვითტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ჩატარებულია 24 საათით ადრე, იგივე მოქმედებს სწრაფი ტესტის შემთხვევაში, ხოლო თუ ჩაიტარებთ PCR ტესტს, ის უნდა იყოს გაკეთებული არაუმეტეს 72 საათით ადრე.

ამრიგად, ვისაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული, ვალდებულია ჩაიტაროს თვითტესტირება გამგზავრებამდე.

ხოლო ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს, უნდა წარადგინოს ცნობა, რომელშიც მითითებულია აღნიშნული ფაქტი.

ნახეთ, რა უნდა შეავსოთ გამგზავრებამდე ან გამგზავრებისას:

onalem

ტესტ