fbpx
საზოგადოება

“მოტოციკლი გაყიდა, რამდენიმე დღის წინ მანქანა იყიდა და სწორედ მას შეეწირა” – ლუტრაკში 26 წლის ვასილის გლოვობენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ლუტრაკში მომხდარ ავარიას 26 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ირკვევა, რომ ვასილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც საპირისპირო მიმართულებიდან მომავალ მანქანას შეეჯახა, რომელსაც მოხუცი მამაკაცი მართავდა.

არსებული ცნობებით, 26 წლის ვასილიმ მანქანა ვერ დაინახა, შედეგად ერთმანეთს შეეჯახნენ და ინციდენტი ფატალური აღმოჩნდა.

ბიჭის მანქანიდან გამოსაყვანად მაშველების ჩარევა გახდა საჭირო, რადგან შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ წინა ნაწილი სრულიად დაიჭეჭყა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმებმა ვასილის გარდაცვალება დაადასტურეს.

როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა ბიჭმა მოტოციკლი გაყიდა და რამდენიმე დღის წინ მანქანა შეიძინა, რათა უფრო უსაფრთხოდ ევლო, თუმცა, სამწუხაროდ სწორედ მას შეეწირა.

onalem

ტესტ