fbpx
საბერძნეთი

მაღაზიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა შესვლა სექტემბრიდან? – სტელიოს პეცას კონკრეტული პასუხი

ბერძნული მედიის მიერ რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სექტემბრიდან საბერძნეთის მაღაზიებში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებული მოსახლეობისთვის იქნებოდა დაშვებული.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სტელიოს პეცა აღნიშნულ საკვანძო საკითხზე კონკრეტულ პასუხს იძლევა და განმარტავს, განიხილავს თუ არა მთავრობა ამ წინადადებას:

“საბერძნეთის მთავრობა არ განიხილავს მაღაზიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა შეშვების საკითხს. მიუხედავად ყველაფრისა, აუცრელი ადამიანები ნელ-ნელა დაინახავენ იმ შეზღუდვებს, რაც მათ ექნებათ სარესტორნო სფეროსა და გასართობ დაწესებულებებში, მაგრამ მაღაზიებს ეს არ ეხება.

პირბადის გამოყენებამ და მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვამ ბევრჯერ გვიხსნა ვირუსის გავრცელებისგან და ფაქტია, რომ ამ მეთოდის გამოყენება კვლავ შეგვიძლია უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მაღაზიებში. სწორედ ამიტომ, რადიკალური ზომების მიღება არ იგეგმება.

ცვლილებები იქნება დახურულ სივრცეებთან დაკავშირებით, რადგან შემოდგომიდან გარეთ აღარ დავსხდებით კაფეებსა და ტავერნებში და აუცრელმა პირებმა შიგნით შესვლა შესაძლოა საერთოდ ვერ შეძლონ. ფაქტია, რომ დაწესებულებები, სადაც ვაქცინირებულები და აუცრელები ერთად სხედან, სერიოზულ პრობლემებს ქმნიან,” აცხადებს პეცა.

onalem

ტესტ