fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 1 დოზით აცრილმა 36 წლის ქალმა ნაადრევად იმშობიარა – გარდაცვლილია ჩვილი

თესალონიკში ექიმები 36 წლის ქალის სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძვიან, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული. იპოკრატიოს საავადმყოფოში მას სასწრაფოდ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ვინაიდან ექიმები, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულები გახდნენ ეს გაეკეთებინათ და შემდეგ უკვე მართვით სუნთქვაზე გადაეყვანათ.

ბავშვი მხოლოდ 22 კვირის იყო და ისიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვს მიღებული 24 დეკემბერს და საკმარისი ანტისხეულები არ ჰქონდა გამომუშავებული.

საავადმყოფოს პერსონალის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვირუსი ჩვენს შორის არის, არ უყურებს ასაკს, სქესს, შესაძლებლობებსა და ორგანიზმის ძალებს:

“ნუ მოვტყუვდებით ფაქტით, რომ “ომიკრონი” მსუბუქად გადაგვაქვს, არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული. როდესაც საავადმყოფოების გადატვირთვა ხდება, შეიძლება არსებობდეს ისეთი გართულებები, რომლებიც მდგომარეობას დაამძიმებს.”

onalem

ტესტ