fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსის ტესტი ძვირდება?! – ადონის გეორგიადის განცხადებები

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ ტელეკომპანია Mega-სთან განმარტა, რომ კორონავირუსის მოლეკულური ტესტის საფასურთან დაკავშირებით ცვლილებებია მოსალოდნელი.

მისი თქმით, ხვალ უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდება ინფორმაცია, თუ რა ეღირება PCR ტესტი, რომლის საფასურიც ახლა ჯამში 60 ევროა- 40 თავად ტესტი, ხოლო 20 დიაგნოსტიკური ცენტრის მომსახურება. აღნიშნული თანხა შეიძლება შეიცვალოს, რაზეც მედიკოსთა წარმომადგენლობასთან მთავრობამ უკვე გამართა დისკუსია. გეორგიადი მადლობას უხდის მათ თანამშრომლობისთვის.

მინისტრი შეეხო სკოლების გახნის საკითხსაც და განმარტა, რომ თუ ისინი დაკეტილი დარჩება, პრობლემა შეიქმნება სამუშაო ბაზარსა და ბიზნეს დაწესებულებებში, ვინაიდან ყველა მშობელი ვერ შეძლებს იმუშაოს დისტანციურად.

“გარდა ჰორიზონტალური კარანტინისა, მთავრობის მაგიდაზე ყველა ზომა დევს და მათ ყოველთვის მივიღებთ, ეს უმეტესწილად დამოკიდებული იქნება არა ინფიცირებულთა რაოდენობაზე, არამედ ზეწოლაზე, რომელსაც ჯანდაცვის სისტემაზე ხორციელდება,” აცხადებს გეორგიადი.

onalem

ტესტ