fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ცნობილმა ბერძენმა მომღერალმა, კატერინა სტანისიმ, 71.000 ევრო დაკარგა

დიდი რაოდენობით თანხის დაკარგვის შესახებ, 62 წლის მომღერალი ჟურნალ Espresso-სთან საუბრობს. მისი თქმით, ის ბანკმა შეიყვანა შეცდომაში და 71.000 ევრო დაკარგა, რომელიც წლების მანძილზე ჰქონდა დაგროვილი.

მომღერალი ჰყვება, რომ დაახლოებით 10 წლის წინ მან გადაწყვიტა საკუთარი თანხა გამოეყენებინა, თუმცა, ბანკის მენეჯერებმა დაარწმუნეს, რომ დიდი ფული გარკვეულ ობლიგაციებში (ფასიან ქაღალდებში) ჩაედო.

“მე არ ვარ უდანაშაულო, კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მაგრამ რავის უთქვამს, რომ ეს იყო ორმხრივი ობლიგაციები,” თქვა მან სასამართლოში.

“მე ამ ფულისთვის წლები ვმუშაობდი. მოვაროვე და ვუთხარი ბანკის მენეჯერს, რომ ხუთი წლის მანძილზე ხელი არ უნდა გვეხლო მისთვის. 2011 წელს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ მთელი თანხა დავკარგე. გავშეშდი. მითხრეს, რომ გამაფრთხილებენ ფურცლებს მიგზავნიდნენ. მაგრამ… ვერაფერი გავიგე.”

კატერინა სტანისი ამბობს, რომ ის ბანკმა არ დაიცვა და არ შეატყობინა იმ შესაძლო რისკების შესახებ, რომელიც მოჰყვებოდა თანხის დაბანდებას იმ ობლიგაციებში, რომლებიც მათ შესთავაზეს.

მომღერალი ზარალისთვის კომპენსაციას ითხოვს.

onalem

ტესტ