fbpx
საბერძნეთი

ნიღბების ტარების ვალდებულება საბერძნეთში – როდის არის მოსალოდნელი გაუქმება?!

პროფესორმა, ალკივიადის ვატოპულომ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ პირბადეების გამოყენება შეიძლება უსიამოვნო პროცესია, მაგრამ მათ ჩვენი ცხოვრებიდან მარტივად ვერ მოვიშორებთ.

“ვაქცინირებული ადამიანებიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ ვირუსის გავრცელების წყარო, ამიტომ ნიღაბი ყოველთვის უნდა ვატაროთ. იმაზე საუბარი, რომ მათი ტარების ვალდებულება გაუქმდეს, ჯერ ადრეა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღარ ვატაროთ პირბადე, როდესაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იქნება ვაქცინირებული.

ვაქცინირებულ ადამიანთა უპირატესობებზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ყველას არ ექნება წვდომა ვაქცინაზე და შესაძლებლობა, რომ გაიკეთოს ის,” ამბობს პროფესორი.

ამ დროისთვის საბერძნეთში ვაქცინირებულია 4.405.618 ადამიანი, რომელთაგან 1.624.604-ს აქვს გაკეთებული ვაქცინის ორივე დოზა.

პროფესორი მატინა პაგონი პროგნოზირებს, რომ შემოდგომისთვის შესაძლოა საბერძნეთში ღია სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულება მოიხსნას, თუმცა, ზაფხულისთვის რაიმე ცვლილება, ამ მხრივ, არ იგეგმება.

onalem

ტესტ