fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი, მაგრამ ბერძნული ამბავი: ბავშვს მშობლებთან ერთად შეზლონგზე დაჯდომის უფლება არ მისცეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, ერთ-ერთ ორგანიზებულ სანაპიროზე მოხდა. როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებს, ცოლ-ქმარი სანაპიროზე მივიდნენ, სადაც შვილიც ჰყავდათ თან, თუმცა, თანამშრომლებმა ბავშვს აუკრძალეს შეზლონგზე დაჯდომა, რადგან ისინი, როგორც აცხადებენ, მხოლოდ და მხოლოდ ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი.

ირკვევა, რომ ცოლ-ქმარს უთხრეს შეზლონგებითა და ქოლგით ჩვეულებრივად ესარგებლათ, ხოლო ბავშვი იქვე, ქვიშაში დამჯდარიყო და არა მათთან ერთად, შეზლონგზე. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახმა ეს ბავშვის ღირსების შელახვად და მათ დისკრიმინაციად ჩათვალეს, ომბუდსმენს მიმართეს.

შესაბამისი უწყებების მიერ დაიწყო გამოძიება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა აღნიშნულ პლაჟს მუშაობის კონკრეტული პოლიტიკა და მოქმედებს თუ არა მსგავსი სახის აკრძალვები. ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ თავდაპირველადვე შეატყობინონ ვიზიტორებს ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ, თუმცა, როგორიც უნდა იყოს მუშაობის პოლიტიკა, უცნაურია, რომ პლაჟზე უშვებენ ოჯახს და შემდეგ ეუბნებიან, რომ შეზლონგებზე ბავშვები არ დაიშვებიან.

 

onalem

ტესტ