fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ფაქტზე დააკავეს 60 წლის ქალი, რომელიც ტრიკალაში ტყეს ცეცხლს უკიდებდა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრიკალას ტერიტორიაზე დააკავეს 60 წლის ქალი, რომელმაც ტყის ტერიტორიაზე ცეცხლი გააჩინა. მისი მიზანი იყო, რომ ცეცხლი მასშტაბურ ხანძარში გადაზრდილიყო და როდესაც მეხანძრეებმა მას ფაქტზე წაასწრეს, როგორც ჩანს, კიდევ იმუქრებოდა.

არსებული ცნობებით, ქალი მაშინ შენიშნეს, როცა ტყის მახლობლად ცეცხლს ანთებდა და როდესაც ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ, სიტყვიერი შეკამათებისას ქალი იმუქრებოდა, რომ სხვა ხანძრებსაც გააჩენდა.

საბედნიეროდ, ცეცხლი მალევე ჩააქრეს და გავრცელება არ მომხდარა.

რაც შეეხება 60 წლის ქალს, გარდა იმისა, რომ განყოფილებაში გადაიყვანეს, დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმაც, 450 ევროს ოდენობით.

onalem

ტესტ