fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი “არიელი” – ძლიერი წვიმა დღეს და ხვალ საბერძნეთის მასშტაბით

საბერძნეთში კლიმატური ფენომენი “არიელი” გააქტიურდა, რომელმაც უხვი ნალექი მოიტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, დღეს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და როგორც დღის, ასევე ღამის საათებში, არასტაბილური ამინდი იქნება.

დღეს ძლიერად იწვიმებს შემდეგ ტერიტორიებზე:

იონიის ზღვა, დასავლეთ და სამხრეთ პელოპონისო, კრეტა, დასავლეთ სტერეა, იპირო. შუადღის შემდეგ ფენომენი გავრცელდება ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, კიკლადესსა და ევიაში, ასევე სპორადესის კუნძულებზე.

წვიმისგან განსაკუთრებით “დაზარალდება” ცენტრალური და აღმოსავლეთ მაკედონია, ასევე, თესალიის ჩრდილოეთი ნაწილი.

“არიელი” აქტიური იქნება ხვალინდელი დღის ჩათვლით, პარასკევიდან კი შედარებით შესუსტდება, რაც შეეხება შაბათ-კვირას, სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდი იქნება და ნელ-ნელა გაუმჯობესდება, მიმდინარე დღეებთან შედარებით.

onalem

ტესტ