fbpx
საბერძნეთი

კესარიანი: პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელმაც ქუჩაში გოგონას შპრიცით გაურკვეველი სითხე შეასხა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელმაც ქუჩაში 26 წლის გოგონას ამ დრომდე დაუდგენელი სითხე შეასხა. ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეოც.

როგორც კადრებიდან ჩანს, გოგონა ქუჩაში მიდის, მამაკაცი კი, უკან მიჰყვება, გარკვეულ მომენტში ათვალიერებს არის თუ არა მათ გარშემო სხვა ვინმე და როდესაც რწმუნდება, რომ არავინ უყურებს, გოგონას შპრიცის გამოყენებით გარკვეულ სითხეს ასხამს, შემდეგ კი, უჩინარდება.

უცნაური თავდასხმის მსხვერპლმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას და ოფიცრებმა გამოძიება დაიწყეს, ამ დრომდე არ არის ცნობილი არც ის, თუ რა სახის სითხეს შეიცავდა შპრიცი და ვერც მამაკაცის იდენტიფიცირება მოხდა.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება, განიხილება შესაძლებლობა, რომ გოგონა უბრალოდ შემთხვევითი მსხვერპლია და ამ ყველაფრის უკან რაიმე კონკრეტული მიზეზი არ დგას.

onalem

ტესტ