fbpx
საბერძნეთი

მომდევნო საათებში საბერძნეთში ტროპიკული ციკლონი აქტიურდება – არსებობს იმედი, რომ წვიმა ევროსს დაეხმარება

კლეარხოს მარუსაკის ინფორმაციით, მომდევნო საათებში საბერძნეთში უამინდობის ძლიერი ფენომენი გააქტიურდება და დიდი რაოდენობით ნალექია მოსალოდნელი. იწვიმებს თითქმის მთელ საბერძნეთში, შესაბამისად, არსებობს იმედი, რომ წვიმა ევროსის ტერიტორიას და დადიას ტყეს დაეხმარება – იქ უკვე მე-16 დღეა ხანძარია.

“საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა, რადგან გააქტიურდება კლიმატური ფენომენი, ტროპიკული მახასიათებლებით, საუბარია ტროპიკულ ციკლონზე, რომელიც სამხრეთ იონიის ზღვიდან შემოვა საბერძნეთში და გამოიწვევს ნალექის მოსვლას. შემდეგ ფენომენი გადაინაცვლებს ჩრდილოეთით და გავრცელდება დანარჩენ საბერძნეთში. მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, ზოგან ნალექი განსაკუთრებით დიდი რაოდენობის იქნება და შესაძლოა დაფიქსირდეს წყალდიდობის შემთხვევებიც. 

ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს მხოლოდ ჩრდილოეთ საბერძნეთში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მაქსიმუმ 30-31 გრადუსი დაფიქსირდება,” აცხადებს მარუსაკი.

ათენში ხვალ მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ხოლო წვიმა სამშაბათსა და ოთხშაბათს.

onalem

ტესტ