fbpx
საბერძნეთი

ფრანებით სავსე ცა, კონცერტები და დიდი მზადება სამზარეულოებში – “სუფთა ორშაბათი” საბერძნეთში

პანდემიის შემდეგ 2023 წელს პირველი “სუფთა ორშაბათია”, რომელსაც საბერძნეთის მოსახლეობა ტრადიციულ რეჟიმში ხვდება. დღეს დილის 11:00 საათიდან მუნიციპალიტეტებში დაწყებულია სხვადასხვა ღონისძიებები, ფილოპაპუს მთაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, ფრანების გასაშვებად და არა მარტო…

უნდა აღინიშნოს, რომ წელს განსაკუთრებული მზადებაა რესტორნებსა და ტავერნებშიც, სადაც ამზადებენ თევზეულს, ლობიოს, სხვადასხვა სალათებს. სუფრებს დაამშვენებს ხალვა და რაღა თქმა უნდა, ლაგანაც.

დღეს საბერძნეთის მასშტაბით ოფიციალურად უქმე დღეა, მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ სკვების სექტორი და საცხობები, ასევე, სურსათები და მინი-მარკეტები.

დღეს ღიაა ვარვარკიოს ბაზარი, ხოლო სუპერმარკეტები დაკეტილი რჩება,

სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კონცერტებზე გამოდიან ცნობილი სახეები, მათ შორის გლიკერია, ღონისძიებები დაგეგმილია სტავროს ნიარხოსა და ღალაცის, ვეიკუს პარკშიც.

onalem

ტესტ