fbpx
საბერძნეთი

რა აჩვენა დნმ-ის ანალიზმა გეორგია ბიკას გაუპატიურების საქმეში?!

თესალონიკში, ძვირადღირებულ სასტუმროში 24 წლის გოგონას, გეორგია ბიკას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება.

Protothema.gr იუწყება, რომ გამოვლინდა დნმ-ის ანალიზის პასუხები, რომელთა მიხედვითაც, გეორგიას ტანსაცმელზე ნაპოვნი ბიოლოგიური და გენეტიკური მასალა ნამდვილად ეკუთვნის ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც ეჭვმიტანილია.

საუბარია 27 წლის ვასილიოს ლევენტიზე, რომელიც ამბობს, რომ გეორგიასთან ნამდვილად ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ყველაფერი გოგონას თანხმობით მოხდა და ადგილი არ ჰქონია ძალადობას.

აღსანიშნავია, რომ ბიკას ტანსაცმელზე ან სხეულში არ აღმოჩნდა სხვა რომელიმე ადამიანის ბიოლოგიური ან გენეტიკური მასალა. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობას.

გამოძიება კვლავ გრძელდება და მოწმდება ტელეფონები და სხვა ტექნიკა, ვინაიდან პოლიცია იუწყება, რომ ეჭვმიტანილ პირებს მიმოწერა რომც წაეშალათ, მათი მოპოვება მაინც შესაძლებელია. ამას გარდა, გამოძიება ელოდება ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგებსაც, რომლებიც შვეიცარიაშია გადაგზავნილი.

onalem

ტესტ