fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! არავაქცინირებულები დახურულ სივრცეში ვერც ტესტით შევლენ – ახალი ზომები

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ახალი ზომები დააანონსა, რომლებიც ძალაში ორშაბათიდან, 22 ნოემბრიდან შევა.

კერძოდ:

1) არავაქცინირებულ პირებს ეკრძალებათ დახურულ სივრცეებში შესვლა. მათ აღარ ექნებათ საშუალება, რომ სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხით შევიდნენ ამა თუ იმ დახურულ დაწესებულებაში. მაგალითად: თეატრი, კინო, სავარჯიშო დარბაზი, მუზეუმები.

*გამონაკლისია ტავერნები, კაფეები, რესტორნები, ბარები (ზოგადად, ეს სფერო). 

რაც შეეხება ეკლესიებს, მრევლს მოეთხოვება ტესტის უარყოფითი პასუხის ქონა, შიგნით შესვლისთვის.

2) 60 წელს ზემოთ ვაქცინირებულების სერთიფიკატს ძალა ექნება გაცემიდან 7 თვე, ანუ მეორე დოზის მიღებიდან 7 თვე, ვინაიდან 6 თვის შემდეგ საჭიროა მე-3 დოზის მიღება. ამიტომ მათ ერთგვარად ეძლევათ 1 თვიანი ვადა, რომ მესამედაც აიცრან.

3) საჯარო და კერძო სექტორში სამუშაო საათები ისე გადანაწილდება, რომ აღარ შეიქმნას განსაკუთრებული გადატვირთულობა პიკის საათებში, განსაკუთრებით, საჯარო ტრანსპორტის მოხმარების თვალსაზრისით.

4) კონტროლი იქნება გაცილებით მკაცრი, რათა აღარ იარსებონ “ჭკვიანებმა”, რომლებიც სახელმწიფოს მოტყუებას ცდილობენ. თოთოეულმა მოქალაქემ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

5) რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერდება ჯანდაცვის სისტემა, უკვე გამოიყენება  ინტენსიური თერაპიის კერძო განყოფილებები და პარალელურად, ხდება ახალი პერსონალის დაქირავება იმ ექიმებისა და ექთნების პოზიციებზე, რომლებსაც მუშაობის უფლება აუცრელობის გამო შეუჩერდათ.

 

onalem

ტესტ