fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ბერძნები გარეთ კვების და მოგზაურობის ხარჯებს ამცირებენ – სიძვირე, რომელმაც ცხოვრების წესი შეცვალა

სამომხმარებლო საქონლის საცალო კვლევითი ინსტიტუტის (ΙΕΛΚΑ) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ცხადი გახდა, რომ ბერძნები ბოლო პერიოდში მაქსიმალურად ამცირებენ საკუთარ ხარჯებს, რადგან სიძვირე უფრო და უფრო მეტ გავლენას ახდენს მათ ჯიბეზე.

უახლეს კვლევაში დაახლოებით 1.000 ადამიანი მონაწილეობდა და მათი პასუხების მიხედვით დაფიქსირდა ტენდენცია, რომ ცდილობენ დაზოგონ თანხები ძირითადი პროდუქტების შეძენის შემთხვევაშიც კი. უფრო მეტ ზეწოლას მოსახლეობა განიცდის გადასახადების გადახდის თვალსაზრისით. გამოკითხულთა 75% აცხადებს, რომ საერთოდ უარს ამბობენ გართობის, გარეთ კვებისა და მოგზაურობის სიამოვნებაზე, რათა თანხა დაზოგონ. ეს მაჩვენებელი წინა წლის იანვარში 71% იყო.

ასევე, გამოკითხულთა 52% აცხადებს, რომ გადადო ბინასთან და მანქანასთან დაკავშირებული სარემონტო თუ შესაკეთებელი სამუშაოები, რადგან ამ ეტაპზე ეს მათ ცხოვრებაში პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

ასევე, გამოკითხულთა 28% აცხადებს, რომ კომუნალურ გადასახადებს დროულად ვერ იხდის, პარალელურად კი, 15% დასძენს, რომ უფრო მეტი საათებით მუშაობს ან მუშაობს ორ სამსახურში.

გამოკითხულთა მხოლოდ 4% აცხადებს, რომ არანაირი ზომები არ მიუღია ინფლაციასთან გასამკლავებლად.

onalem

ტესტ