fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ხანიის ციხის პატიმრები უკრაინაში რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნას ითხოვენ

ბერძნული მედია უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ იუწყება. კრეტაზე, ხანიის ციხეში მყოფი პატიმრები ითხოვენ, რომ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნონ.

როგორც ციხის ხელმძღვანელობა იუწყება, შესულია მინიმუმ 2 მოთხოვნა პატიმრებისგან: ლეფტერი ნიხტარი და მანუსო პაპადოსიფო.

“ჩვენ გვინდა უკრაინაში წასვლა, რომ მხარი დავუჭიროთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ხალხს, ვიბრძოლოთ მათთან ერთად. არ გვაინტერესებს ცოცხლები დავბრუნდებით თუ არა,” აცხადებენ ისინი.

ლეფტერის ნიხტარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ასეთი რამ შეუძლებელია, მაინც უნდა, რომ გააგზავნოს მესიჯი მთელ საზოგადოებაში, გამოხატოს, რომ საბერძნეთი ყოველთვის მათ მხარეს იყო, ვინც თავს იცავს და არა დამპყრობლების მხარეს.

ამას გარდა, ხანიის სხვა დაკავების ცენტრში, რომელიც დაახლოებით 100 პატიმარს ითვლის და უმეტესობა ბერძნები არიან, სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელისგან ითხოვეს, რომ უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება და მათი რესურსიდან 1 დღის საკმარი საკვები მაინც გაუგზავნონ.

onalem

ტესტ