fbpx
კრიმინალი

პოლიციამ მთავარი ეჭვმიტანილი გამოკვეთა – ვის შეიძლებოდა დაეხოცა მთელი ოჯახი?!

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ანდრავიდაში ჩადენილ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით მთავარი ეჭვმიტანილი გამოკვეთა. საუბარია 57 წლის მამაკაცზე, რომელიც იმ ბინის მეპატრონეა, რომელსაც წყვილი ქირაობდა.

არსებული ცნობებით, მამაკაცის სახლში, რომელიც მოკლულთა ბინიდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს, ჩატარდა ჩხრეკა და ნაპოვნია იარაღი. მას მეზობლები ახასიათებენ როგორც ასოციალურ, მარტოსულ ადამიანს, ფსიქიკური პრობლემებით, რომლისაც ყველას ეშინოდა, თავად კი, ადამიანებთან ყველანაირ კონტაქტს გაურბოდა.

მეზობელთა თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს წყვილთან დავა ჰქონდა ქირასთან დაკავშირებით და გეგმავდა, რომ ოჯახი სახლიდან გაეგდო მარტამდე, ვიდრე გაფორმებულ კონტრაქტს ვადა გაუვიდოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახლში ელექტრო ენერგიაც ჩაჭრა, რაც ერთ-ერთ “დამხმარე” საშუალებად შეიძლებოდა ჩაეთვალა, რომ ოჯახს იქაურობა დაეტოვებინა.

ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, შესწრებია მომენტს, როდესაც 57 წლის მამაკაცი იარაღით ძაღლებს ხოცავდა.

 

onalem

ტესტ