fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”ეს ყველაფერი ინტერნეტით გავიგე” – დაპატიმრებული 19 წლის მოდელის მამა

”სრულ სიბნელეში ვართ. ჩვენს შვილთან ჯერ კიდევ არ გვილაპარაკია. ეს ყველაფერი ინტერნეტით შევიტყვეთ. შუადღით საკონსულოდან დაგვიკავშირდნენ, ახლა პასუხებს ველოდებით,” განაცხადა ჰონგ-კონგში დაპატიმრებული 19 წლის მოდელის მამამ.

გოგონა 2,6 კილოგრამი კოკაინის გადატანისთვის დააკავეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 307, 000 დოლარია. ის სასამართლოს წინაშე მძიმე დანაშაულით დგას და სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

19 წლის მოდელის მამა პოლიციელია. ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ მაშინ, როცა თავად კანონს იცავდა, მისი შვილი არღვევდა.

”ჩვენ ნამდვილად არაფერი ვიცით, პოლიციის საშუალებით რაღაც სახის კონტაქტები გვაქვს, თუმცა, შვილთან საუბარს ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ.”

ჰონგ-კონგში ნარკოტიკებით ვაჭრობა იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ ოფიციალური პირების განცხადებით, ითვალისწინებს ორი სახის სასჯელს: ან ჯარიმას 5 მილიონი დოლარის ოდენობით ან სამუდამო პატიმრობას.

19 წლის ბერძენი ჩინეთში ეთიოპიიდან ჩაფრინდა. დიდი რაოდენობით ნარკოტიკი მის ჩანთაში აღმოაჩინეს.

onalem

ტესტ