fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი საბერძნეთში – შაბათს თოვა მოსალოდნელია ატიკის რეგიონშიც

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, იტალიიდან საბერძნეთის მიმართულებით ცივი ჰაერის მასები მოემართებიან და საგანგებო პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში ამინდი ხვალიდან კიდევ უფრო გაუარესდება. იგულისხმება ტემპერატურის ვარდნა, რაც პირველ ეტაპზე იონიის ზღვის ტერიტორიიდან დაიწყება და ნელ-ნელა გადმოინაცვლებს დანარჩენ საბერძნეთშიც.

კლეარხოს მარუსაკი იუწყება, რომ კლიმატური ფენომენი გამოიწვევს თოვას დაბლობებზეც კი, არა მხოლოდ მთიან რეგიონებში, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ თოვლი ვიხილოთ ატიკის რეგიონშიც შაბათს.

ქვემოთ წარმოდგენილი რუკის მიხედვით, გარკვევით ჩანს, თუ სად არის თოვა მოსალოდნელი, როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, სუსხი კვირა დღის ბოლომდე გასტანს.

რაც შეეხება ტემპერატურას, ათენში დღეს მოსალოდნელია მაქსიმუმ 7 გრადუსი, ხვალ 8 გრადუსი, ხოლო შაბათ-კვირას მაქსიმუმ 9 გრადუსი.

onalem

ტესტ