fbpx
საბერძნეთი

სულ მალე საბერძნეთში საჯარო ტრანსპორტით სარგებლობის საფასურს პირდაპირ ტელეფონებიდან გადავიხდით!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სულ მალე საჯარო ტრანსპორტის მოხმარების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ახალი სისტემა ამოქმედდება და ნაცვლად ქაღალდის ბილეთებისა და პლასტიკური სამგზავრო ბარათებისა, შესაძლებელი იქნება პირდაპირ ტელეფონები გავატაროთ.

მომზადებულია აპლიკაციები, რომლებიც ახალ ეპოქას ქმნიან და გააერთიანებენ ყველა საჯარო ტრანსპორტის მოხმარების შესაძლებლობას შესაბამისი ტექნოლოგიური მხარდაჭერით. ეს ნიშნავს, რომ აღარ იქნება აუცილებელი შევიძინოთ ქაღალდის ბილეთები ან გამოვიყენოთ პლასტიკური ბარათები, რომლებიც აქამდე გვქონდა. შესაძლებელი იქნება, რომ საბანკო ბარათი გამოვიყენოთ პირდაპირ მგზავრობის საფასურის გადასახდელად და არ აქვს მნიშვნელობა იქნება ის ციფრული თუ ფიზიკური. ციფრული ბარათის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, სპეციალურ აპლიკაციაში მისი ჩატვირთვა, რათა ერთმანეთს დაუკავშირდეს მონაცემები და ბარათიდან მოგეჭრებათ მხოლოდ ის თანხა, რასაც კონკრეტული პაკეტის შეძენის შემთხვევაში გადაიხდიდით (იქნება ეს მხოლოდ 1 ბილეთი, 5 დღიანი, 30 დღიანი თუ სხვა).

ამრიგად, თავიდან იქნება აცილებული აპარატებთან გრძელი რიგები, ასევე, აღარ გამოვიყენებთ იმდენი რაოდენობის ქაღალდს და ამრიგად, ვიზრუნებთ გარემოზეც.

დეტალები აღნიშნულ აპლიკაციასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა, აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქაღალდის ბილეთების შეძენა კვლავ იქნება შესაძლებელი.

onalem

ტესტ