fbpx
პოლიტიკა

“კი” ერთსქესიანთა ქორწინებას, “არა” სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას საბერძნეთში – კირიაკოს მიცოტაკი

უახლოეს კვირებში საბერძნეთის პარლამენტი განიხილავს საკითხს, რომელსაც საზოგადოებაში დიდი აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა. საუბარია ერთსქესიანთა სამოქალაქო ქორწინების დაშვებასა და მათთვის სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის უფლების მინიჭებაზე.

“ბავშვები არსებობენ და სინამდვილეს არავინ მალავს. ყველამ ვიცით, რომ ერთსქესიან წყვილებს ჰყავთ ბავშვები და ეს ბავშვები არ შეწყვეტენ არსებობას, არ გაქრებიან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათ არ აქვთ თანაბარი უფლებები. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ერთსქესიან მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ბიოლოგიურად მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ. კანონპროექტის განხილვა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც მოვისმინე კონკრეტული ისტორიები, მაგალითად: იმ ბავშვების, რომლებიც გაჩნდნენ საზღვარგარეთ და არ არიან საბერძნეთში აღიარებულნი.

მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვამბობთ “კის” ერთსქესიანთა სამოქალაქო ქორწინებაზე, მაგრამ “არას” სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის უფლებაზე, ვინაიდან მხოლოდ ერთი მშობელი სუროგაციის გზით ბავშვს ვერ გააჩენს, საბერძნეთი ვერ გახდება ექსპერიმენტული ლაბორატორია. კანონპროექტს არ აქვს პუნქტები “მშობელი 1” და “მშობელი 2″,” ამბობს მიცოტაკი.

onalem

ტესტ