fbpx
საბერძნეთი

31 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე გაუჩინარებულია, მეგობარს ვალის დაბრუნებას 1 წლის მანძილზე სთხოვდა

31 წლის ბაბის კუციკუს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე რამდენიმე დღეა გაუჩინარებულია და ნაპოვნია მხოლოდ ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანი იმ ადგილას, სადაც 50 წლის მამაკაცმა, მისმა მეგობარმა, დატოვა. ის არის ბოლო ადამიანი, რომელმაც ბაბი ნახა და ასევე, ადამიანი, რომელსაც მისი ვალი ჰქონდა, 17.000 ევრო.

გაუჩინარებულის ოჯახი და მისი მეგობრები აცხადებენ, რომ ბაბი უკვალოდ არ გაქრებოდა, ისე, რომ არ შეეტყობინებინა მათთვის, თუ სად იმყოფებოდა, მითუმეტეს, თუ რაიმე კონკრეტული პრობლემა ჰქონდა. იცოდნენ, რომ თავად 50 წლის მამაკაცთან ერთად მიდიოდა სანადიროდ და არა ვინმე სხვასთან ერთად, როგორც თავად აცხადებს. გაირკვა ისიც, რომ ბაბის მისთვის ნასესხები 17.000 ევროს დაბრუნება სურდა და 1 წლის მანძილზე ცდილობდა, რომ თანხა გამოერთმია, მაგრამ 50 წლის მამაკაცი მუდმივად ატყუებდა და სხვადასხვა მიზეზებს იგონებდა, რომ ვალი არ მიეცა.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება შანსი, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ცოცხალს იპოვიან, ოჯახი მისი გაუჩინარებით შეძრულია და აცხადებენ, რომ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს არაფერი აქვს საერთო იმ ჩვენებასთან, რომელიც 50 წლის მამაკაცს აქვს მიცემული, სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ის აღნიშნულ საქმეში გარეულია.

onalem

ტესტ