fbpx
კატეგორიის გარეშე

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების სია – ბერძნული პასპორტი მე-5 ადგილზეა

გამოქვეყნდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტთა ახალი სია, სადაც რამდენიმე ქვეყანამ ადგილი შეიცვალა, მათ შორის საბერძნეთმაც და უფრო წინ გადმოინაცვლა.

დიდი ხნის მანძილზე პირველ ადგილას იდგა იაპონია, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ მსოფლიოს 194 ქვეყანაში იმოგზაურონ ვიზის გარეშე, თუმცა, იაპონიას შეუერთდნენ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და სინგაპური.

სამხრეთ კორეასთან ერთად, შვედეთი და ფინეთი არიან მეორე ადგილას – მათ მოქალაქეებს ვიზის გარეშე 193 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა, ასევე, 193 ქვეყანაში თავისუფლად დადიან ავსტრიის, დანიის, ირლანდიის, ნორვეგიის, ბელგიის, პორტუგალიისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები.

რაც შეეხება ბერძნულ პასპორტს, გადმოინაცვლა მე-8-დან მე-5 ადგილამდე და მის მფლობელებს შეუძლიათ მსოფლიოს 190 ქვეყანაში იმოგზაურონ ვიზის გარეშე.

იხილეთ სია სრულად:
– საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური, ესპანეთი (194 მიმართულება)
– ფინეთი, სამხრეთ კორეა, შვედეთი (193 მიმართულება)
– ავსტრია, დანია, ირლანდია, ნიდერლანდები (192 მიმართულება)
– ბელგია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი (193 მიმართულება)
– საბერძნეთი, მალტა, შვეიცარია (190 მიმართულება)
– ჩეხეთი, ახალი ზელანდია, პოლონეთი (189 მიმართულება)
– კანადა, უნგრეთი, შეერთებული შტატები (188 მიმართულება)
– ესტონეთი, ლიტვა (187 მიმართულება)
– ლატვია, სლოვაკეთი, სლოვენია (186 მიმართულება)
– ისლანდია (185 მიმართულება)

onalem

ტესტ