fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სანაპიროზე, ნავაგიოზე, გემს სერიოზულ ზიანი მიადგა

ყველასთვის ცნობილია ნავაგიოს სანაპიროს შესახებ, რომელზეც წარსულში ჩაძირული გემი, “პანაიოტია” გამორიყული და წლების მანძილზე ეს ადგილი ტურისტების ყურადღების ეპიცენტრშია. სანაპირო მართლაც რომ ლაჟვარდოვანი და ზღაპრულია, თუმცა, “პანაიოტი” იქაურობას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს, რომ არა ის, სავარაუდოდ, კუნძულ ზაკინთოს ეს სანაპირო არ იქნებოდა ასეთი გამორჩეული, რადგან საბერძნეთში სხვა სანაპიროებიც მასზე არანაკლებ ლამაზია.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ბოლოს გაუარესებული ამინდის გამო გემი “პანაიოტი” ტალღებმა ორად გაყვეს და სამწუხაროდ, მისი ნაწილები ზღვაში აღმოჩნდა.

გემი ახლა სულ სხვაგვარად გამოიყურება, ვინაიდან წლების მანძილზე ჟანგისა და ამინდის პირობების გამო, ისედაც არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში.

onalem

ტესტ