fbpx
კატეგორიის გარეშე

კრეტა: ახალგაზრდა ბიჭს ახალი ნაყიდი მობილური ტელეფონი ჯიბეში აუფეთქდა

შემთხვევა კუნძულ კრეტაზე, ხანიაში მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა ტექნიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას უჩივლა, რადგან მას იქ ნაყიდი სრულიად ახალი ტელეფონი მაშინ აუფეთქდა, როცა ჯიბეში ედო.

მან მობილური ტელეფონი შემოდგომაზე იყიდა და ახალი წლის წინა დღეს გადახურების შედეგად, ჯიბეში აუფეთქდა. როცა მან ტკივილი იგრძნო, სცადა, რომ ნეილონის ნაჭრის ქურთუკი გადაეგდო და ტელეფონი სწორედ ამ დროს აფეთქდა.

საბედნიეროდ, ბიჭი არ დაშავებულა და დაზიანებულია მხოლოდ მისი ქურთუკი და თავად მობილური.

ცხადია, ისინი დაუკავშირდნენ კომპანიას, რომელშიც სმარტფონი შეიძინეს, სადაც განუცხადეს, რომ ეს მათი პასუხისმგებლობა არ არის და რაიმე ანაზღაურების ან კომპენსაციის საკითხი არც კი განიხილება.

ბიჭს, რომ ქურთუკის გახდა ვერ მოესწრო, სავარაუდოდ, ისიც დაშავდებოდა.

onalem

ტესტ