fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ვერ ვისაუბრებთ ვადებზე, ჯერ კიდევ წინ გვაქვს რთული დღეები” – კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო განცხადებები

დღეს კირიაკოს მიცოტაკიმ საგანგებო განცხადებები გააკეთა, ქვეყანაში პანდემიის კურსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჯერჯერობით ადრეა ზომების მოხსნაზე საუბარი.

“სიტუაცია უმჯობესდება. ჩვენ უკვე გვაქვს პირველი მაჩვენებლები, რომ გარდა იმისა, რომ მცირდება ყოველდღიურად გამოვლენილ ინფიცირებულთა რიცხვი, ასევე მცირდება ზეწოლა ჩრდილოეთ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემაზე. 

ხაზს ვუსვამ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს რთული დღეები და უნდა ვისაუბროთ არა ვადებზე, არამედ მონაცემებზე და შემდეგ ამაზე დაყრდნობით გავაკეთოთ პროგნოზები. 

მომდევნო ეტაპზე, გადაწყვეტილებების მიღების დროს, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და გავითვალისწინოთ ექსპერტთა რეკომენდაციები.  ჩვენი გზა შეიძლება უფრო ნელი ჩანდეს, მაგრამ იქნება უსაფრთხო და უპირველეს ყოვლისა, ეს გზა უნდა იყოს უკან დახევების გარეშე.

მიზანი არის ერთი: რაც შეიძლება ბევრი ბერძენი შეხვდეს ვაქცინას ჯანმრთელი და გვქონდეს მინიმალური დანაკარგი.

თუკი საბერძნეთში ვაქცინა იმ ვადებში ჩამოვა, როგორც გვაქვს დაგეგმილი, ის იქნება დამტკიცებული კომპეტენტური ევროპული ორგანიზაციების მიერ წლის წოლომდე,” განაცხადა პრემიერმა.

onalem

ტესტ