fbpx
პოლიტიკაფინანსები

ფულადი დახმარება მათ, ვისაც დაბალი ხელფასები აქვთ და გადასახადების შემცირება – საბერძნეთის მთავრობის გეგმა

საბერძნეთის მთავრობა ახალ გეგმას ადგენს, როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნესების დასახმარებლად. როგორც კირიაკოს მიცოტაკიმ განაცხადა, მომდევნო წლები იქნება ხელფასების მატების წელი და კვლავ ორიენტირებული იქნება საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილზე.

კერძოდ, როგორც ბერძნული მედია იუწყება, მთავრობის გეგმა მოიცავს რამდენიმე ძირითად პუნქტს:

დამატებითი დახმარება პენსიონერებისთვის, რომლებსაც გასული ხუთშაბათის შემდეგ პენსია არ გაეზარდათ. როგორც კოსტის ხაძიდაკი აცხადებს, საუბარია პენსიონერთა 5,5%-ზე.

კვების, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში დღგ-ს შემცირება, რომლისთვისაც ხრისტოს სტაიკურასის ინფორმაციით, მთავრობა, სავარაუდოდ, 250 მილიონ ევროს გამოყოფს.

დამსაქმებლებისთვის თანამშრომელთა სადაზღვევო შენატანების შემცირება, ვინაიდან როდესაც მინიმალური ხელფასი იზრდება, ტვირთი აწვება ხელმღვანელობას. იმისთვის, რომ ბიზნესი გადარჩეს და საშუალება ჰქონდეს ხელფასებიც დაფაროს, აუცილებელია დაბალანსებული იყოს გასავალიც.

ამ ყველაფრის გარდა, მთავრობის მაგიდაზე დევს სპეციალური დამატებითი დახმარების გაცემის იდეა მათზე, ვისაც დაბალი ხელფაის აქვს, აღნიშნული დახმარება შესაძლოა შევადაროთ სააღდგომო ფულად საჩუქარს.

ოფიციალური ინფორმაცია, გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ