fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 20 თვიანი პატიმრობა ექიმს, რომელმაც მშობიარობის დროს ჩვილს დაუდევრობით თავის ქალა დაუმსხვრია

თესალონიკის სასამართლომ თავისუფლების 20 თვით აღკვეთა მიუსაჯა ექიმს, რომლის დაუდევრობასაც ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ანესთეზიოლოგი კი, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდებულის სკამზე იჯდა, უდანაშაულოდ სცნეს.

შემთხვევა თესალონიკის კერძო კლინიკაში მოხდა, ხოლო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ახალშობილის გარდაცვალება გამოიწვია უკიდურესად მძიმე დაზიანებებმა თავის ქალის არეში. ექიმს, რომელიც ქალს ამშობიარებდა, ბრალი დასდეს არასათანადო მოპყრობასა და არაპროფესიონალიზმში, რასაც ბავშვი შეეწირა. როგორც ირკვევა, ახალშობილს მისი დაუდევრობის გამო თავის ქალა ჩაემსხვრა.

როგორც ირკვევა, ბრალდებულმა კატეგორიულად უარყო ეს ყველაფერი და განაცხადა, რომ მან მიიღო ყველა საჭირო ზომა, რასაც ეს პროცესი მოითხოვდა და არ გამოუჩენია დაუდევრობა. მან სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და გაათავისუფლეს.

მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება გრძელდება.

onalem

ტესტ