fbpx
საბერძნეთი

სიფრთხილე მუშაობის დაწყებისას – რას აკეთებენ დამსაქმებლები, რომ ნაკლები ხელფასი გადაიხადონ?!

საბერძნეთის შრომის სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას, რომელიც დასაქმებულებს ეხებათ და მნიშვნელოვანია ყურადღების გამოჩენა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ დასამქმებლები მიმართავენ კონკრეტულ “ხრიკს”, რათა მათ რეალურად კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადონ.

საუბარია 2012 წლამდე სამუშაო სტაჟზე, რაც თანამშრომელს შეიძლება ჰქონდეს და აქედან გამომდინარე, მისი ხელფასიც ისაზღვრება სწორედ მისი სამუშაო სტაჟის მიხედვით. ვინაიდან დამსაქმებლებს არ სურთ კანონის მიხედვით, მომატებული ხელფასების გადახდა, მიამრთავენ შემდეგ “ხრიკს”: კონტრაქტში, რომელსაც თანამშრომელს უფორმებენ, ამატებენ პუნქტს, რომელშიც წერია, რომ ხელფასი გაიცემა სტაჟის გათვალისწინების გარეშე.

მაგალითისთვის: როდესაც მინიმალური ხელფასი განისაზღვრება 780 ევროთი ამჟამად, სანამ შეიცვლება, მაგრამ ამავე დროს ადამიანს აქვს სამუშაო სტაჟი 2012 წლამდე, მას ეკუთვნის გაცილებით მეტი თანხა, იმის მიხედვით, თუ რამდენი წელი აქვს ნამუშევარი, თუ 3 წელია, ეკუთვნით 10%-ით მეტი, თუ 6 წელი 20%-ით მეტი და ასე შემდეგ.

აქედან გამომდინარე, სანამ მუშაობას დაიწებთ და ხელს მოაწერთ კონტრაქტს ან რაიმე შეთანხმებას, კარგად უნდა წაიკითხოთ მისი შინაარსი და სთხოვოთ დამსაქმებელს კონკრეტული განმარტებები მოგცეთ ხელფასის რაოდენობასთან დაკავშირებით, თქვენი კონკრეტული სამუშაო სტაჟის მიხედვით. ცხადია, უნდა წარადგინოთ სტაჟის ცნობა, რომელიც იბეჭდება ΕΦΚΑ-ს სისტემიდან.

onalem

ტესტ