fbpx
საბერძნეთი

კადრები, თუ როგორ ჩნდება ხანძარი ვულაში მეხის ჩამოვარდნის შედეგად – ატიკის რეგიონში მეხი 300-ჯერ ჩამოვარდა

გუშინ ატიკის რეგიონში ათობით მეხის ჩამოვარდნის შედეგად ხანძრებიც რამდენჯერმე გაჩნდა. უცნაურია, მაგრამ მეხის ჩამოვარდნას არცერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია წვიმა, რაც უდიდესი შვება იქნებოდა ამ დროისთვის მძვინვარე ხანძრების ფონზე. სწორედ ამიტომ შეაფასეს მეტეოროლოგებმა არსებული კლიმატური პირობები სახიფათოდ – გარდა იმისა, რომ ხანძრები ჩნდება ადამიანის ხელით, იქნება ეს ნებით თუ უნებლიედ, ახლა უკვე გვაქვს შემთხვევებიც, როცა მეხის ჩამოვარდნა იწვევს ცეცხლის გაჩენას.

ვრცელდება კადრები ვულადან, სადაც გუშინ დილით უამრავჯერ ჩამოვარდა მეხი და აღიბეჭდა, თუ როგორ ჩნდება ხანძარი სწორედ ამის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პრობლემები ამ მხრივ ატიკის რეგიონში არ ფიქსირდება, სახანძრო სამსახური სრულად არის მობილიზებული, რათა საჭიროების შემთხვევაში მიიღონ პრევენციული ზომები.

არსებული ცნობებით, მეხი დაახლოებით 300-ჯერ ჩამოვარდა სამხრეთ გარეუბნებში და ხანძრის 12 კერა გაჩნდა ვულას, ვარის, კოროპისა და ვარნავას ტერიტორიებზე.

onalem

ტესტ