fbpx
საბერძნეთი

ქირის შემწეობა საბერძნეთში – რამდენი უნდა გვქონდეს შემოსავალი, რომ სახელმწიფოსგან ეს დახმარება ავიღოთ

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საბერძნეთში ბინას ქირაობენ და გაფორმებული აქვთ შესაბამისი კონტრაქტი, მთავრობას გამოყოფილი აქვს დახმარება, რომელსაც ბენეფიციარები კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად იღებენ. ეს არის ერთგვარი სუბსიდირება, რომლითაც ქირის ნაწილი იფარება სახელმწიფოს მიერ.

მინიმალური თანხის რაოდენობა 70 ევროს შეადგენს, ხოლო თითოეულ ოჯახის წევრზე დამატებით 35 ევროს. ოჯახში, რომელშიც მხოლოდ ერთი მშობელი და ერთი არასრულწლოვანი ბავშვია, ბავშვზე დამატებით თვეში 70 ევრო განისაზღვრება. ზოგადად, თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ამ დახმარების ქონის შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ, არის 210 ევრო, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წევრია ოჯახში.

სახლის კონტრაქტში, რომელიც ბენეფიციარს აქვს გაფორმებული, არ შეიძლება ეწეროს ქირის ოდენობა 10 ევროზე ნაკლები.

რაც შეეხება საშემოსავლო კრიტერიუმებს, რომელთაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ, განაცხადის გასაკეთებლად, არის:

  • ერთსულიან ოჯახზე შემოსავალი წლიურად არ უნდა აღემატებოდეს 7.000 ევროს.
  • თუ ოჯახში ერთზე მეტი წევრია, აღნიშნული ზღვარი იზრდება 3,500 ევროთი, თითოეულ წევრზე.
  • რაც შეეხება მრავალწევრიან ოჯახს, წლიური მთლიანი შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 21.000 ევროს.

განაცხადის შევსებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბუღალტერს, რათა ზუსტად მოგაწოდოთ ინფორმაცია, აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმებს.

განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანხა დაგერიცხებათ არა განაცხადის შევსების თვეში, არამედ მომდევნო თვეში.

 

onalem

ტესტ