fbpx
საბერძნეთი

2024 წლის ევროვიზიაზე საბერძნეთს მარინა სატი წარადგენს – სიმღერა ჯერ შერჩეული არ არის

როგორც ცნობილი გახდა, 2024 წლის ევროვიზიაზე, რომელიც ამჯერად შვედეთში ჩატარდება, საბერძნეთს მარინა სატი წარადგენს.

კონკურსი 7-დან 11 მაისის ჩათვლით გაიმართება ქალაქ მალმეში.

მარინა სატი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც: SATTI ან ΣΑΤΤΙ, არის მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. მის შემოქმედებას ახასიათებს ტრადიციული ბგერების შერწყმა ქალაქურ ელემენტებთან და რიტმებთან.

როგორც თავად ამბობს, უკვე მესამედ მიიღო შეთავაზება, რომ კონკურსზე საბერძნეთი წარედგინა და საბოლოოდ დათანხმდა, რადგან იფიქრა, რომ ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო.

“ვფიქრობ, რომ შემიძლია ამ ყველაფერს თავი გავართვა, არ ვღელავ. ევროვიზიის კონკურსი ისედაც ჰგავს ჩემს საქმიანობას, დავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში, ფესტივალებზე, ახალ ადამიანებს ვიცნობთ. არ მინდა, ვიფიქრო ისე, რომ გავდივარ კონკურსზე, შეჯიბრზე, რადგან ეს აუცილებლად ამაღელვებს,”ამბობს მარინა.

სიმღერა, რომლითაც მომღერალი კონკურსზე გავა, ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა, ნახეთ მისი ერთ-ერთი კლიპი:

onalem

ტესტ