fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთი მხარს უჭერს ამ კონფლიქტის გადაწყვეტას” – კირიაკოს მიცოტაკი პალესტინის პრეზიდენტს დაუკავშირდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი დაუკავშირდა პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს და განუცხადა, რომ მხარს უჭერს, ისრაელისა და პალესტინის მხრიდან აღნიშნული კონფლიქტის გადაწყვეტას და ორ ერს შორის მშვიდობის დამყარებას.

მიცოტაკი ასევე ესაუბრა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების სტაბილური ნაკადის მიწოდების აუცილებლობაზე, გაიმეორა, რომ აბსოლუტურად გმობს 7 ოქტომბერს ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას ისრაელზე და დააფიქსირა საბერძნეთის პოზიცია, რომ ჰამასი არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, არამედ მხოლოდ მათი მთავრობა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთი მაქსიმალურად უჭერს მხარს იდეას, რომ პალესტინამ და ისრაელმა ეს დაპირისპირება ერთობლივად შეწყვიტონ, რაც რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

ბრიუსელში რამდენიმე ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებში მიცოტაკი ასევე მხარს უჭერდა ისრაელის ლეგიტიმურ უფლებას, დაეცვა თავი თავდასხმის პირობებში.

onalem

ტესტ