fbpx
საბერძნეთი

“მაისიდან ჩვეულ ცხოვრებას ნელ-ნელა დავუბრუნდებით, მაგრამ” – ადონის გეორგიადის

საბერძნეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა ტელეკომპანია ΑΝΤ1-ზე მომდევნო თვეზე და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საბერძნეთში მდგომარეობა აბსოლუტურად კონტროლირებადია და ყველაფერი ძალიან კარგი გზით მიდის. მიუხედავად ამისა, მაინც დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

“ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ექსპერტებთან და ბატონ სოტირის ციოდრასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ამ ეტაპზე მაგიდაზე დევს ზომების ეტაპობრივი მოხსნის საკითხი. თუმცა, ამას სჭირდება დიდი სიფრთხილე. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ცხოვრება არ იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც კორონავირუსის პანდემიამდე იყო, მინიმუმ ვაქცინის აღმოჩენამდე მაინც.

მაისის თვეში, სავარაუდოდ, ზომები თანდათანობით მოიხსნება,” აცხადებს გეორგიადისი.

სავარაუდოდ, მომდევნო თვეში, გაუქმდება საყოველთაო კარანტინი და გადაადგილების აკრძალვა, თუმცა, საჭირო იქნება დისტანციის და ჰიგინის ნორმების განსაკუთრებული ყურადღებით დაცვა. დაზუსტებით ინფორმაციას მთავრობა თავად გაავრცელებს, თუ რომელი ზომები შენარჩუნდება და რომლები მოიხსნება.

onalem

ტესტ