fbpx
საბერძნეთი

“ნეო ირაკლიოს” სადგურში 17 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს და დანით დაჭრეს – ის საავადმყოფოში თავისით მივიდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მოზარდზე თავდასხმის კიდევ ერთი შემთხვევა “ნეო რაკლიოს” სადგურში დაფიქსირდა. გუშინ გვიან ღამით 17 წლის ბიჭს რამდენიმე პირი დაესხა თავს და სასტიკად სცემეს.

როგორც ირკვევა, დაზიანებების მიუხედავად, მოზარდი თავად მივიდა ΚΑΤ- ის საავადმყოფოში. ექიმების ინფორმაციით, მას აღენიშნებოდა არა მხოლოდ ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებები მთელ სხეულზე, არამედ ღია ჭრილობებიც. სამართალდამცველებს თავად საავადმყოფოს პერსონალმა შეატყობინა მომხდარის შესახებ, როგორც მან პოლიციას განუცხადა, დანით დაესხნენ თავს.

პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, რათა დადგინდეს, ზუსტად ვინ დაესხა თავს ბიჭს და რა მიზეზით.

onalem

ტესტ