fbpx
საბერძნეთი

4,8 ბალიანი მიწისძვრა რამდენიმე წუთის წინ, რომელიც საგრძნობი იყო ათენშიც – ეპიცენტრი კიმიდან 24 კმ-ში

რამდენიმე წუთის წინ კიმის ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც განსაკუთრებით საგრძნობი იყო ატიკის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ათენშიც. გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ძალა 4,8 ბალი იყო, ხოლო სიღრმე 14,6 კილომეტრი.

ეპიცენტრი იყო კიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 24 კილომეტრში, პირველ, 4,8 ბალიან მიწისძვრას შემდეგ მოჰყვა მეორე ბიძგი, რომლის ძალაც 2,4 ბალი იყო.

აღნიშნული ტერიტორია ზოგადად საკმაოდ აქტიურია სეისმურად და ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძგები ფიქსირიდება, ყოველთვის საგრძნობია ხოლმე ატიკის რეგიონშიც.

ექსპერტების მოსაზრებით, არ არსებობს უფრო ძლიერი მიწისძვრის საფრთხე ამ რეგიონში და 99%-ით ეს იყო ძირითადი მიწიძვრა.

onalem

ტესტ