fbpx
საბერძნეთი

ათენის რომელ უბნებშია ყველაზე ძვირი ბინის ქირაობა და სად ვხვდებით დაბალ ფასებს?!

Spitogatos Insights-ის მონაცემების მიხედვით, ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას ათენის უბნებში არსებულ ქირავნობის ფასებთან დაკავშირებით. საინტერესოა, თუ რომელი უბნებია ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი დედაქალაქში, როდესაც ბინის ქირაობა გვსურს.

2023 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნის მასშტაბით სახლების გაქირავების საშუალო მოთხოვნა 8,8%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით სახლების ფასი, შესყიდვის თვალსაზრისით, 11,9%-ით გაიზარდა.

მოდით, განვიხილოთ რომლებია ატიკის რეგიონში ყველზე ძვირადღირებული უბნები და როგორ ქირავდება ამ უბნებში ბინები.

ატიკის სამხრეთ და ჩრდილოეთ გარეუბნები, ასევე, კიკლადესის კუნძულები, ყველაზე მაღალი ფასებით გამოირჩევიან, ასევე, თესალონიკსა და იონიის კუნძულებზე ვხვდებით საკმაოდ მაღალ ფასებს.

ათენში ყველაზე “ძვირიან” უბნებს შორის პირველია ვულიაღმენი, ქირავნობის კუთხით კვადრატულ მეტრზე საფასური 18,1 ევროა, შემდეგ მოდის, კოლონაკი-ლიკავიტო, გლიფადა.

ყველაზე იაფია ბინები ახარნესისა და კერაცინის ტერიტორიებზე, დასაქირავებლად, ხოლო შეძენის კუთხით აგია ვარვარასა და პერამას ტერიტორიებზე.

იხილეთ ჩამონათვალი გრაფიკულად როგორც დაქირავების, ასევე, შეძენის თვალსაზრისით:

onalem

ტესტ