fbpx
საბერძნეთი

სპეცოპერაციის შედეგად იპოვეს და დააკავეს 24 წლის მამაკაცი, რომელმაც 4 წლის ბავშვი სასტიკად სცემა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად 4 წლის ბავშვის სასტიკად ცემა ედება. ბიჭი უკვე საკმაო ხანია ჰოსპიტალიზირებულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მიყენებული უმძიმესი დაზიანებების შედეგად. ბავშვისთვის 24 წლის მამაკაცი მამინაცვალი იყო.

როგორც ირკვევა, პოლიციამ მისი ადგილსამყოფელის შესახებ გარკვეული წყაროდან მიიღო ინფორმაცია და მაშინვე დაიწყო სპეციალური ოპერაცია მის დასაკავებლად. ძებნილი ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იმალებოდა, სადაც საბოლოოდ პოლიციამ მიაგნო და ხელბორკილები დაადეს.

24 წლის მამაკაცს ბრალად ედება არა მხოლოდ 4 წლის ბავშვის სასტიკად ცემა, არამედ ოჯახის დანარჩენ ბავშვებზე ძალადობაც.

აღსანიშნავია, რომ 4 წლის ბიჭი რეანიმაციული განყოფილებიდან გამოიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, ამ დროისთვის გადაყვანილია ჩვეულებრივ პალატაში.

onalem

ტესტ