fbpx
საბერძნეთი

ათენი: საბერძნეთის პოლიციამ 12 წლის გოგონას დედა დააკავა – სავარაუდოდ, ის საქმეში გარეულია

უახლესი ინფორმაციით, 12 წლის გოგონაზე ძალადობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს მისი დედაც. რამდენიმე წუთის წინ გაიცა მისი დაკავების ორდერი და შესაბამისად, განხორციელდა ქალის დაკავებაც მისსავე საცხოვრებელ ბინაში.

ის ახლახანს გადაიყვანეს ატიკის პოლიციის მთავარ განყოფილებაში. გამოძიების შედეგად გაჩნდა ინფორმაცია და ვარაუდი, რომ ქალი საკუთარი შვილის პროსტიტუციაში ჩაბმის საქმეში გარეულია და პროკურორის წინაშე მოუწევს წარდგომა, რომ საკუთარი ჩვენება მისცეს.

დაკავების შემდეგ მისი პირველი სიტყვები ასეთი იყო: “არ ვიცი, რაში და რატომ მადანაშაულებენ”.

პარალელურად ცნობილი გახდა ისიც, რომ ილიას მიხა საროსკიპოებში ცნობილი პირი იყო, ფაქტობრივად, ცნობილი როგორც პედოფილი.

onalem

ტესტ