fbpx
კულტურასაბერძნეთისაქართველო

ქართულ-ბერძნული ფოლკლორის ფესტივალი თესალონიკში

საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ქ. თესალონიკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, თესალონიკის მერიის და ცენტრალური მაკედონიის პრეფექტურის მხარდაჭერით, გაიმართა ქართულ-ბერძნული ფოლკლორის ფესტივალი.

დასკვნითი ღონისძიება გაიმართა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქ. თესალონიკში, ბ-ნი მუხრან გულაღაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული დიასპორა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ქ. თესალონიკში მოქმედმა ყველა ქართულმა ფოლკლორულმა ჯგუფმა, აგრეთვე საქართველოდან და საბერძნეთის სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულმა ანსამბლებმა.

onalem

ტესტ