fbpx
კრიმინალი

ორივე აღიარებს ბავშვთან სექსუალურ კავშირს: 42 წლის მამაკაცი, რომელიც მიხასთან ერთად დააკავეს, 3 შვილის მამაა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებული იანის სოფიანიდი, რომელიც ილიას მიხას ერთ-ერთი კლიენტი იყო, სამი შვილის მამაა, ასპროპირგოსში ცხოვრობს  და მანქანების მექანიკოსად მუშაობს. ის აღიარებს, რომ 12 წლის ბავშვთან, ფულის სანაცვლოდ, რამდენიმეჯერ ჰქონდა ურთიერთობა და თანხას აძლევდა არა ილიას მიხას, არამედ თავად გოგონას.

ორივე ბრალდებული აღიარებს სექსუალურ კონტაქტს ბავშვთან, მაგრამ გაუპატიურების ბრალდებასთან დაკავშირებით ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი დამატებით ჩვენებას მისცემს, რათა გაირკვეს, ნამდვილად მიჰყავდა თუ არა მიხას ის საროსკიპოში, როგორც ამას ერთ-ერთი მოწმე აცხადებს. გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია.

საქმის მასალებში არსებული დიალოგები დაახლოებით 500 გვერდისგან შედგება და როგორც ირკვევა, უკვე დადგენილია “კლიენტთა” ნაწილის ვინაობა. პოლიციის ინფორმაციით, მალე დაკავებების ცუნამი გველის.

onalem

ტესტ