fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიცია პატიმარს ეძებს, რომელიც საავადმყოფოდან გაიქცა

ამ დროისათვის, პოლიცია, სრულად მობილიზებულია უცხოელი პატიმრის ადგილსამყოფელის დასადგენად, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გენიმატას საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

თავდაპირველად, საავადმყოფოში ამტკიცებდნენ, რომ არანაირ გაქცევას არ ჰქონია ადგილი, ამ დროს კი მეზობელი სოტირიას საავადმყოფოს წარმომადგენელმა აცნობა მათ, რომ პოლიციის თანამშრომლები მიმდებარე ტერიტორიაზე გაქცეულ პაციენტს ეძებდნენ, რომელიც გენიმატას საავადმყოფოს მეურვეობაში იმყოფებოდა.

ეს ამბავი მართალი გამოდგა, ცოტა ხნით ადრე, მართლაც შესულა პოლიციის ჯგუფი სოტირიას საავადმყოფოში პატიმრის მოსაძებნად, რომელმაც გაქცევა გაურკვეველ ვითარებაში მოახერხა.

onalem

ტესტ