fbpx
კრიმინალი

როდოსი: 19 წლის ალბანელი შშმ გოგონას გაუპატიურების ბრალდებას უარყოფს

როდოსზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ. მათ გაასამართლებენ არა მხოლოდ 21 წლის ელენი ტოპალუდის განზრახ მკვლელობისთვის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 წლის გოგონას გაუპატიურებისთვისაც, რომელმაც პოლიციას უკვე რამდენიმე ჩვენება მისცა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ორივე დაკავებული გრევენას ციხეშია გადაყვანილი.

19 წლის გოგონა, რომელსაც სხეულის 67% პარალიზებული აქვს, მათ ტოპალუდის მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ გააუპატიურეს. ცხადია, მან ვერანაირი წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ალბანელი დაკავებული ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მას 19 წლის გოგონასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც არასოდეს უნახავს.

 

onalem

ტესტ