fbpx
საზოგადოება

ბერძნები შვილებს არ აჩენენ – როდის მოგვარდება დემოგრაფიული პრობლემა?!

διαΝΕΟσις აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომელიც ასახავს საბერძნეთში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას და კონცენტრირდება საზოგადოების წახალისებაზე, რომ ოჯახებმა მეტი შვილი იყოლიონ.

რა მდგომარეობაა საბერძნეთსა და ევროპაში?!

ფაქტია, რომ მთელი ევროპის მასშტაბით შობადობის მაჩვენებელი ბოლო წლების მანძილზე ძალიან დაეცა, 2.1 ბავშვი თითო ქალზე, ხოლო საბერძნეთში მსგავსი ცვლილებები 1980-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ეს მაჩვენებელი 1.5-ს ჩამოსცდა. მას შემდეგ 1999 წლამდე შობადობის ინდექსი ქვეყანაში 1.23 იყო.

2016 წელს საბერძნეთში იგივე მაჩვენებელი 1.38-ს უდრიდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის მასშტაბით.

ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, საბერძნეთში ყოველწლიურად 100.000-ზე ნაკლები ბავშვი იბადება.

რა ასაკში აჩენენ ბერძენი ქალები ბავშვს?

კვლევების მიხედვით, ბერძენი ქალები ბავშვებს საშუალოდ 30.3 წლის ასაკში აჩენენ. ხოლო ევროპის მასშტაბით იგივე მაჩვენებელი 29 წელია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ საბერძნეთში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემებია და აუცილებლად უნდა მოხდეს ოჯახების წახალისება შობადობის მაჩვენებლის გასაზრდელად. მათი პროგნოზით, თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, წლების გასვლასთან ერთად ბერძნების რაოდენობა უფრო და უფრო შემცირდება.

onalem

ტესტ