fbpx
საზოგადოება

“საჭმელს გარედან რომ ვუკვეთავ, მიმტანი მოდის და უცნაურად მიყურებს” – აკის პეტრიძიკის

აკის პეტრიძიკისმა, რომელმაც MasterChef მოიგო, საკუთარი კარიერა გააგრძელა და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ალბათ ყველა დიასახლისმა იცის აკის რეცეპტები და საინტერესოა, თავად ის რამდენად ხშირად ამზადებს კერძებს საკუთარ სახლში.

“ზოგადად ძალიან ბევრს ვჭამ, რადგან უნდა გავსინჯო და დავაგემოვნო ყველაფერი, რასაც ვამზადებ. მაგრამ ნახშირწლების მიღება შევწყვიტე. ჩემს სახლში კერძებს არ ვამზადებ. ძალიან ხშირად ვუკვეთავ გარედან და როდესაც მიმტანი მოდის, უცნაურად მიყურებს. უკვირთ, რომ ასეთი ცნობილი შეფი შეიძლება გარედან მოტანილ საკვებს მიირთმევდეს და არა საკუთარ მომზადებულს.

რაც შეეხება პანდემიის გავლენას სარესტორნო სფეროზე, მთელი 2020 წელი არის “გადასაგდები”. ორი წელიწადში ვფიქრობ, რომ ვირუსზე საუბარს თავს დავანებებთ. პირველად მაშინ გავაცნობიერე ამ ყველაფრის სერიოზულობა, როდესაც ტესტი გავიკეთე Covid-19-ზე. ჩვენი უპირველესი ინტერესი იყო თანამშრომლების უსაფრთხოება. რესტორანში თანამშრომლებს ყველაზე მეტ ხალხთან აქვთ კონტაქტი, ამიტომ დიდი სიფრთხილე იყო საჭირო. ვცადეთ, რომ შეგვენარჩუნებინა ყველა საჭირო ზომა, მაგრამ ძალიან ძნელია თითოეულ ადამიანს სათითაოდ უთხრა, რომ პირბადე ატაროს, ჩვენ ხომ არ ვართ პოლიციელები,” ამბობს აკი.

onalem

ტესტ