fbpx
მოგზაურობასაბერძნეთი

იქნება თუ არა 2021 წლიდან ვაქცინაცია აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ?!

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა, ΝΕΤ24-ზე გასულ გადაცემაში ისაუბრა ვაქცინაციისა და მოგზაურობის ურთიერთმიმართების შესახებ. თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი და შეძლებენ, თუ არა მოგზაურობას ის ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ.

“მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ვაქცინაცია არ იქნება აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ადამიანმა იმოგზაუროს. მაგრამ ალბათ, გესმით, რომ როდესაც 2020 წელს ვმოგზაურობდით და ვაქცინა არ გვქონდა, არსებობდა უამრავი შეზღუდვა და პირობები (კარანტინი, ტესტი და ა.შ.), ახლა შეუძლებელი იქნება უნივერსალური აკრძალვების დაწესება მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილს ვაქცინა არ აქვს გაკეთებული.

ვინც არ იქნება ვაქცინირებული, მოგზაურობას აუცილებლად შეძლებს, მაგრამ მათთვის იმოქმედებს კარანტინის წესები, ტესტები და ა.შ. შესაბამისად, ამ ყველაფერს თავს დააღწევენ ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან ვაქცინირებულები, ანუ მათთვის ეს პროცესი იქნება გაცილებით მარტივი. ეს იმიტომ, რომ ვაქცინირებული ადამიანი თავად არ წარმოადგენს საფრთხეს სხვებისთვის და არც თავად ემუქრება საფრთხე,” განაცხადა თეოხარისმა.

ამრიგად, როგორც ტურიზმის მინისტრი განმარტავს, ვაქცინაცია მოგზაურობისთვის არ იქნება აუცილებელი პირობა, მაგრამ, რომელიმე ქვეყანაში ჩასვლისას, იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინა არ ექნებათ გაკეთებული, მოუწევთ დაემორჩილონ კონკრეტულ წესებს, რომლებიც იმოქმედებს ადგილზე, ეს იქნება სავალდებულო კარანტინი თუ ტესტის გავლა.

onalem

ტესტ