fbpx
საბერძნეთი

პალინის საჯარო უწყებაში მოქალაქე შეიჭრა და ყველაფერი დაანგრია, რაც კი ხელთ მოხვდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს პალინის საჯარო უწყებაში მოხდა. უწყების თანამშრომლები შოკირებულები არიან მოქალაქის თავდასხმით, რომელმაც კინაღამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ერთ-ერთი ქალბატონის ჯანმრთელობა.

საუბარია საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთ ოფისზე, სადაც მოქალაქე შევიდა და ჯერ ის დახლი დაამტვრია, რომელზეც მას ემსახურებოდნენ, ხოლო შემდეგ სხვა განყოფილებებშიც შევიდა და ყველაფერი დაანგრია, რაც ხელში მოხვდა.

როგორც ირკვევა, მამაკაცს თავზე კონტროლი სრულად ჰქონდა დაკარგული და ვეღარ აცნობიერებდა, რომ მისი რეაქცია ზღვარს იყო გადასული. საბოლოოდ ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეაჩერა.

უწყებაში მომუშავეები აცხადებენ, რომ სრულიად დაუცველები არიან მოქალაქეთა გადამეტებული რეაქციების შემთხვევაში და არ არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომელთა იმედადაც შეიძლება რომ იყვნენ.

ყველას კარგად ახსოვს ახლო წარსულში მომხდარი შემთხვევაც, როდესაც კოზანში მამაკაცი ნაჯახით დაესხა თავს საჯარო უწყების თანამშრომლებს, მაშინ მათ უმძიმესი დაზიანებები მიიღეს, იყო მსხვერპლიც.

onalem

ტესტ