fbpx
საბერძნეთი

“მშობლებმა ბავშვს მკურნალობა შეუწყვიტეს, ლიკავიტოზე ეკლესიაში მიიყვანეს და დაეღუპათ” – მიტროპოლიტი ნეკტარიოს

არგოლიდას მიტროპოლიტი, ნეკტარიოსი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ ცრუ სასწაულებზე, რომლებზეც ლიკავიტოზე მდებარე აგიი ისიდორის ეკლესიაში ქადაგებენ.

როგორც მიტროპოლიტი ჰყვება, საჩივრები და სატელეფონო ზარების რაოდენობა მას შემდეგ, რაც საჯარო განაცხადა ამ საქმის შესახებ, კიდევ უფრო გაიზარდა. მას ურეკავენ ამერიკიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და უყვებიან, თუ როგორ მოტყუვდნენ სასულიერო პირების მიერ. მან ასევე გაიხსნება ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც თესალონიკიდან ცოლ-ქმარმა დაურეკა.

სასულიერო პირის განმარტებით, ცოლ-ქმარმა მას უთხრა, რომ მძიმედ ავადმყოფი ბავშვი ჰყავდათ და ვინაიდან სჯეროდათ, რომ ლიკავიტოზე სასწაულები ხდებოდა, ეკლესიაში დაჰყავდათ, მკურნალობა შეუწყვიტეს, შედეგად კი, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ბავშვი გარდაიცვალა.

“გირჩევთ იკითხოთ, რა წარსული ჰქონდა აგიი ისიდორის ეკლესიის მღვდელთავარს, მამა დიმიტრიოს, ხანიასა და პაროსზე. მე არ შემიძლია ამ ყველაფრის მიღება, რაც იქ ხდება, არ მასვენებს,” აცხადებს მიტროპოლიტი.

onalem

ტესტ